Belive

პაიდეს მწვრთნელი: "არაფერი დასრულებულა, ესტონეთში მორიგი ბრძოლა გველის"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრაში, "დინამო თბილისი" ესტონურ "პაიდესთან" საშინაო შეხვედრაში - 2:3 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, ესტონური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, კარელ ვოლაიდმა კომენტარი გააკეთა.
"მატჩი მთლიანობაში იმ დონეზე წარიმართა, როგორსაც ველოდებოდით. "დინამო თბილისი" როგორც მასპინძელი ამ მატჩში დომინირებდა და თავი კარგად წარმოაჩინა. თუმცა კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის დისციპლინით და თამაშით. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მოვიგეთ, არ ვთვლით რომ შემდეგ ეტაპზე გავედით. წინ მეორე მატჩია და ვეცდებით იქაც ისე დავიხარჯოთ, როგორც დღევანდელ შეხვედრაში. სამწუხაროა, რომ სტუმრად გატანილი გოლის წესი აღარ მოქმედებს და ეს უპირატესობა არ გვაქვს. ამის მიუხედავად შევეცდებით მაქსიმუმი გავაკეთოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. ზუსტად არ ვიცი რა მოხდა მესამე გოლის ეპიზოდში, თუმცა თუ ჩემმა ფეხბურთელებმა მართლაც გამოხატეს შეურაცხმყოფელი ჟესტი მეტოქეს ფან-კლუბის მისამართით, ეს ძალიან სამწუხაროა და ამის გამო ბოდიშს ვიხდი", - თქვა ესტონელმა სპეციალისტმა.
საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი საპასუხო შეხვედრას 14 ივლისს, ესტონეთში გამართავს.

სხვა სტატიები