Belive

მომავალი მეტოქე ცნობილია | დინამო თბილისი კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზეა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 შეხვედრა დინამო თბილისსა და მონდორფს შორის ფრედ, 1:1 დასრულდა.

მატჩის ძირითადი დრო ლუქსემბურგულმა გუნდმა 1:0 მოიგო, ორი თამაშის ჯამში 2:2 გახადა და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა, სადაც გადამწყვეტი ნიკოლოზ ნინუას მიერ ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანი აღმოჩნდა.

მომდევნო ეტაპზე დინამოს მეტოქე ჟალგირისი იქნება, რომელმაც პეტროვაცს აჯობა (5:2 ორი მატჩის ჯამში).

გუნდებს შორის პირველი მატჩი 23 ივლისს, თბილისში გაიმართება.