Belive

ოთარ კიტეიშვილი: "ქართველები მსოფლიო დონის ტალანტები არიან და სანაკრებო წარმატების კარგი შანსი გვაქვს"

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

ავსტრიულმა გამოცემა krone-მ საქართველოს ნაკრების და გრაცის "შტურმის" გამთამაშებელთან, ოთარ კიტეიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც 27 წლის ქართველმა ფეხბურთელმა განვლილი სეზონი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

"ქართველი ფლეიმეიკერი ოთარ კიტეიშვილი თასის ფინალში გამარჯვების შემდეგ ახლა უკვე სანაკრებო მატჩებისთვის ემზადება.

სეზონის დასასრული ახლოვდება, ბევრი ფეხბურთელი ძალებს წურავს, ოთარ კიტეიშვილი კი არა, რომელიც ფინალში გამარჯვების დროს დახარჯული ენერგიის შემდეგაც კი ყველა წუთს ბოლომდე ბრძოლაში ატარებს.

ორმა ტრავმამ კიდევ ერთხელ შეაფერხა "ქართველი მესის" სეზონი - 27 წლის ფეხბურთელი "შტურმის" ფეხბურთელებს შორის ნათამაშები დროის სიაში მხოლოდ მე-14 ადგილზეა 1466 წუთით (ლიდერ ალექს პრასს 3474 წუთი ჰქონდა). ამიტომ, ოთარი 2022/23 წლების სეზონში არაერთგვაროვანი განცდებით გადახედავს", - წერს გამოცემა.

"ეს იყო ყველაზე წარმატებული სეზონი მას შემდეგ, რაც გრაცში ვარ - ჩვენ ვაჩვენეთ "შტურმის" საუკეთესო ვერსია. მეორე ადგილზე გავედით, გვაქვს შანსი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდეთ - და ჩვენ ყველანი ვამაყობთ თასის მოგებით.

ვფიქრობ, მომავალ სეზონში კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებით, თუნდაც რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელმა შეძლოს შემდეგი ნაბიჯის გადადგმა უფრო დიდ ლიგაში. მაგრამ შტურმი არ არის დამოკიდებული ერთ ან ორ ინდივიდზე - ჩვენ სიძლიერე გუნდურობაა.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მნიშვნელოვანი თამაშები გვაქვს 17 ივნისს კვიპროსში და 20 ივნისს შოტლანდიაში. მოუთმენლად ველი ჩემი ქვეყნისთვის თამაშს, მაშინაც კი თუ საკმაოდ ძლიერი მეტოქეები გვყავს.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ყოველ ჯერზე, როცა გამომიძახებდნენ, მუდმივად ტრავმას ვიღებდი. ახლა კი ჩვენ კარგ ფორმაში ვართ და კარგი შანსები გვაქვს, რადგან ზოგიერთი ჩვენი ფეხბურთელი უკვე საერთაშორისო ტალანტების სიაშია დასახელებული", - თქვა ქართველმა ფეხბურთელმა ავსტრიულ გამოცემასთან საუბარში.

ოთარ კიტეიშვილს ავსტრიის ერთ-ერთ ტიტულოვან კლუბში გამორჩეული სეზონი ჰქონდა, ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლის, ქვეყნის თასის მოგებისა და ჩემპიონატში მეორე ადგილის დაკავების ფონზე, ქართველმა ფეხბურთელმა 29 მატჩში 7 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები