Belive

ოთარ კიტეიშვილის შეფასება ზალცბურგის წინააღმდეგ

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-18 ტურის მატჩში ოთარ კიტეიშვილის გრაცის "შტურმი" " ზალცბურგს ესტუმრა" და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

პირველი გოლი მე-15 წუთზე მასპინძელთა ფორვარდმა პეტარ რატკოვმა გაიტანა.

ანგარიში კი ოთარ კიტეიშვილმა მე-80 წუთზე გაათანაბრა, ქართველმა ფეხბურთელმა თავის გუნდში საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. Sofascore-მა მას 7.6 შეფასება დაუწერა, რაც გრაცელებთაგან საუკეთესო იყო, ოთარ კიტეიშვილზე კარგი შეფასება მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ჰქონდა, ზალცბურგის ნახევარმცველს მაურიტს კიერგაარდს, ის Sofascore-მა 7.8-ით შეაფასა.

ქართველი ფეხბურთელი ბურთს 62-ჯერ შეეხო, 35 შესრულებული გადაცემიდან 27 ზუსტი იყო (77%), როგორც კარში ასევე კარისკენ 1-1 დარტყმა ჰქონდა, 18 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 11-ში გამარჯვებული დარჩა.

ოთარ კიტეიშვილი მოედნის ყველა წერტილში იყო

გრაცის "შტურმი" 38 ქულით მე-2 ადგილზეა, პირველადგილოსან "ზალცბურგს" 2 ქულით ჩამორჩება, მესამე ადგილოსან "ლასკს" კი 6 ქულით უსწრებს. ოთარ კიტეიშვილის გუნდი შემდეგ შეხვედრას 18 თებერვალს "რაპიდის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები