Belive

დიდებული გამარჯვება ჩეხეთთან! რა შეფასება დაიმსახურეს ქართველმა ფეხბურთელებმა?

3 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ერთა ლიგის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთს უმასპინძლა და მეტოქე 4:1 გაანადგურა. ეს თამაში ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი იყო, რაც კი ეროვნულ გუნდს შემოუთავაზებია. მიხეილ მესხზე მატჩის პირველი 20 წუთი ცოტა მძიმე იყო, მიმდინარეობა ძალიან ჰგავდა ევროპის ჩემპიონატზე ფრედ (1:1) დასრულებულ შეხვედრას, რადგან ბურთი ხშირად იყო ჰაერში და ჩეხები ჩვენს დაჯაბნას მეორე სართულზე ცდილობდნენ.

ნაკრები მე-20 წუთის შემდეგ გააქტიურდა და საჯარიმოში აღმოჩენილმა კვარაცხელიამ პენალტი მოიპოვა, ხვიჩამ თავადვე შეასრულა და 33-ე წუთზე საქართველო დააწინაურა. ამის შემდეგ უპირატესობა მთლიანად ქართველების ხელში გადავიდა, თუმცა პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ტაიმის დებიუტში, 13-წუთიან მონაკვეთში ჩვენმა ნაკრებმა საოცარი თამაში აჩვენა, 53-ე წუთიდან 66-ე წუთის ჩათვლით ერთმანეთის მიყოლებით გოლები ჩაკვეტაძემ, მიქაუტაძემ და ქოჩორაშვილმა გაიტანეს. ანგარიში გამანადგურებელი გახდა (4:0) და საქართველომაც თავს მოდუნების უფლება მისცა, მე-80 წუთზე ჩეხებმა 1 გოლი გაქვითეს და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.

ქართველი ფეხბურთელების შეფასება სტატისტიკისა და მონაცემების ცნობილი საიტების მიხედვით (sofascore და whoscored):

გიორგი მამარდაშვილი - (7.0) (7.0)
ოთარ კაკაბაძე - (6.5) (6.7)
ლაშა დვალი - (7.0) (7.2)
გურამ კაშია - (6.4) (6.4)
გიორგი გველესიანი - (6.4) (6.4)
ლუკა ლოჩოშვილი - (7.0) (7.3)
გიორგი ქოჩორაშვილი - (7.5) (7.6)
ოთარ კიტეიშვილი - (6.9) (7.3)
გიორგი ჩაკვეტაძე - (8.5) (8.5)
ხვიჩა კვარაცხელია - (8.8) (8.8)
გიორგი მიქაუტაძე - (7.5) (7.9)

სხვა სტატიები