Belive

ოთარ კიტეიშვილის შეფასება ლასკის წინააღმდეგ | გრაცის შტურმმა მოიგო

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ავსტრიის ბუნდესლიგა 1-ის მე-11 ტურის შეხვედრაში გრაცის "შტურმმა" "ლასკი" 1:2 დაამარცხა. პირველი გოლი ოთარ კიტეიშვილმა 33-ე წუთზე გაიტანა, ჰრვოიე სმოლჩიჩმა 59-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ლოვრო ზვონარეკმა 83-ე წუთზე გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

Sofascore-მა ოთარ კიტეიშვილი 7.2-ით შეაფასა, ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა, ერთხელ კარში დაარტყა და გოლიც გაიტანა, ხოლო ერთხელ კარისკენ და ერთხელ დარტყმულიც დაუბლოკეს. კიტემ 9 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 2-ში გამარჯვებული დარჩა, ბურთს 58-ჯერ შეეხო, 42 გადაცემიდან 34 ზუსტი იყო (81%).

გრაცის "შტურმი" ავსტრიის ბუნდესლიგის ცხრილს 25 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს (8 მოგება, 1 ფრე, 2 მარცხი). მომდევნო შეხვედრას გრაცული გუნდი ავსტრიის თასის ეგიდით ჩაატარებს, ქართველი ფეხბურთელის გუნდი 30 ოქტომბერს, 23:30 საათზე "ლინცს" დაუპირისპირდება.

ოთარ კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში 6 გოლი და 1 საგოლე გადაცემა დაუგროვდა და საუკეთესო ბომბარდირებში მე-3 ადგილზე იმყოფება.

სხვა სტატიები