რა შეფასება დაიმსახურეს ქართველმა ფეხბურთელებმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში?
ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში ოთარ კიტეიშვილის ,,შტურმმა'' ,,ლაიფციგის'' დამარცხება შეძლო და ევროტურნირი 2 გამარჯვებით, 30-ე პოზიციაზე დაასრულა. კიტე ავსტრიული გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი სრულად ჩაატარა.
კვლავ ძირითად თერთმეტეულში, 90 წუთი ითამაშა ,,სლოვან ბრატისლავას'' მცველმა, გურამ კაშიამ. ქართველი ფეხბურთელის გუნდი მიუნხენის ,,ბაიერნთან'' 1:3 დამარცხდა.
ზედიზედ მე-2 შეხვედრაში ,,შახტარის'' სასტარტოში იყო ირაკლი აზაროვი, რომელმაც მოედანი 72-ე წუთზე დატოვა. დონეცკურ გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლის მინიმალური შანსი ჰქონდა, თუმცა ,,დორტმუნდთან'' სტუმრად 1:3 წააგო და საბოლოოდ, სატურნირო ცხრილში 27-ე ადგილი დაიკავა.
ოთარ კიტეიშვილის შეფასება:
Whoscored - 7.2
Sofascore - 7.3
Flashscore - 6.8
გურამ კაშიას შეფასება:
Whoscored - 7.2
Sofascore - 7.3
Flashscore - 6.6
ირაკლი აზაროვის შეფასება:
Whoscored - 6.4
Sofascore - 6.6
Flashscore - 6.7