Belive

ოთარ კიტეიშვილის შეფასება ბოდო გლიმტთან მატჩში

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოთარ კიტეიშვილის შტურმი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველ მატჩში ბოდო გლიმტთან სტუმრად 5:0 განადგურდა.

ქართველმა ფეხბურთელმა შტურმის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და მოედანი 83-ე წუთზე დატოვა.

კიტემ Sofascore-სგან 6-ქულიანი შეფასება მიიღო. 29 წლის ნახევარმცველმა, რომელიც ბურთს სულ 51-ჯერ შეეხო, კარისკენ ერთხელ დაარტყა, 9-დან 5 დუელი მოიგო და 41-დან 30 (73%) ზუსტი გადაცემა გააკეთა.

6.1 ქულით შეაფასა კიტეიშვილის თამაში Flashscore-მა.

გუნდებს შორის საპასუხო მატჩი მომავალ სამშაბათს, 26 აგვისტოს, ავსტრიაში გაიმართება.

სხვა სტატიები