Belive

ფრე ზალცბურგთან | კიტეიშვილმა და მამაგეიშვილმა სასტარტოდან ითამაშეს

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ავსტრიის ბუნდესლიგის 24-ე ტურში, გრაცის შტურმმა ზალცბურგი მიიღო და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

შეხვედრის ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა - სტუმრებმა ანგარიში 32-ე წუთზე გახსნეს, გორენკ სტანკოვიჩმა მსაჯის მიერ დამატებულ დროში გაათანაბრა.

აღსანიშნავია, რომ ქართველებმა, ოთარ კიტეიშვილმა და გიზო მამაგეიშვილმა სასტარტო შემადგენლობაში ერთად დაიწყეს. მამაგეიშვილი 70-ე წუთზე შეიცვალა, კიტეიშვილმა კი სრულად ითამაშა. ორივე ქართველმა დაიმსახურა ყვითელი ბარათი. კიტემ, რომელიც ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია 12 გოლით, საშუალოზე დაბალი შეფასება დაიმსახურა (5.7-დან 6.1-დე), ხოლო მამაგეიშვილი 6.7 ქულით შეფასდა.

შტურმი ჩემპიონატის პირველ ადგილზეა და მდევარ ზალცბურგს 4 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები