Belive

ოთარ კიტეიშვილს ტრავმა აქვს და მომდევნო მატჩში არ ითამაშებს

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხვალ, გრაცის შტურმი ავსტრიის ბუნდესლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში ლინცს დაუპირისპირდება, მატჩი 17:30 საათზე დაიწყება.

აღნიშნულ დაპირისპირებაში ტრავმის გამო მონაწილეობას არ მიიღებს ოთარ კიტეიშვილი, გრაცულმა გუნდმა ცოტა ხნის წინ თავის გვერდზე ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ მომდევნო შეხვედრაში შტურმს ორი ძირითადი მოთამაშე გამოაკლდება ერთ-ერთი კი ოთარ კიტეიშვილია (მეორე იუსუფ გაზიბეგოვიჩი). გასულ ტურში (ტიროლის წინააღმდეგ) ორივე მათგანი ტრავმის გამო შეცვალეს და ამჟამად კუნთის მცირე დაჭიმულობა აწუხებთ. ჯერჯერობით უცნობია თუ როდის დაუბრუნდება მოედანს ქართველი ფეხბურთელი.

შეგახსენებთ, რომ ტიროლთან შტურმი (1:0) დამარცხდა, ოთარ კიტეიშვილის იძულებითი ცვლილება კი 42-ე წუთზე განხორციელდა.

ავსტრიის ბუნდესლიგის ცხრილში გრაცის შტურმი 31 ქულით მე-4 პოზიციაზეა (10 მოგება, 1 ფრე, 8 მარცხი). ამგვარად ქართველის გუნდზე უკეთესი მაჩვენებელი 3 გუნდს აქვს, მაგრამ ცხრილში დიდი კონკურენციაა, ამჟამად სატურნირო მდგომარეობა ასე გამოიყურება:

  1. ზალცბურგი - 33 ქულა

  2. ლასკი - 33 ქულა

  3. ვენის ავსტრია - 31 ქულა

  4. გრაცის შტურმი - 31 ქულა

ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირზე გრაცის მაისური 29-ჯერ მოირგო, რა დროშიც 12 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სხვა სტატიები