ოთარ კიტეიშვილი კვლავ ბუნდესლიგის საუკეთესო თერთმეტეულშია | Sofascore
ავსტრიის ბუნდესლიგის 29-ე ტურის შეხვედრაში გრაცის "შტურმმა" "ლინცი" ოთარ კიტეიშვილის გოლით 1:0 დაამარცხა. Sofascore-მა ქართველ ფეხბურთელს 8.0 შეფასება დაუწერა და საუკეთესო თერთმეტეულშიც მოახვედრა.
სრულად გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარე: ნიკლას ჰედლი ("რაპიდი") - 8.3
მცველები: ჩეიკ დიაბატე ("ვოლფსბერგერი") - 8.1, დომინიკ ბაუმგარტნერი ("ვოლფსბერგერი") - 8.1, მაქს ჯონსტონი ("შტურმი") - 8.0, ფურქან დემირი ("ჰარტბერგი") - 8.2
ნახევარმცველები: ისმაილა კულიბალი ("ლასკი") - 8.1, ოთარ კიტეიშვილი ("შტურმი") - 8.0, ბრორ ბლუმე იენსენი ("ტიროლი") - 8.0, მურატ სატინი ("გრაცერი") - 7.8
თავდამსხმელები: ნენე დორგელესი ("ზალცბურგი") - 7.9, პატრიკ მიჟიჩი ("ჰარტბერგი") - 7.8

გრაცის "შტურმი" 36 ქულით ავსტრიის ბუნდესლიგის ერთპიროვნული ლიდერია, მეორეადგილოსან ვენის "ავსტრიას" 3 ქულით უსწრებს. ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი, მომდევნო შეხვედრას გრაცული გუნდი "ზალცბურგის" წინააღმდეგ, ჩაატარებს, მატჩი 9 მაისს 21:30 საათზე დაიწყება.
ოთარ კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ეგიდით 13 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს. ჩემპიონატში 12 გოლი დაუგროვდა, რითაც საუკეთესო ბომბარდირ, ბრაზილიელ "ლინცის" ფორვარდ, რონივალდოს 2 ბურთით ჩამორჩება.