Belive

ოთარ კიტეიშვილმა სეზონი გოლით გახსნა - შტურმმა პირველი ტურის მატჩი მოიგო

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ავსტრიის მოქმედმა ჩემპიონებმა ახალი სეზონიც დამაჯერებლად დაიწყეს. ბუნდესლიგის პირველ ტურში ლასკმა შტურმს უმასპინძლა და სტუმრებმა 0:2 გაიმარჯვეს.

შტურმის ძირითად შემადგენლობაში იყო ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც შეხვედრა თითქმის სრულად ჩაატარა, მწვრთნელმა ქართველი 92-ე წუთზე შეცვალა. კიტეიშვილმა ჩემპიონატის პირველივე მატჩში შეძლო პირადი ანგარიშის გახსნა. ჩემპიონებმა ორი გოლი 3-წუთიან მონაკვეთში გაიტანეს, ჯერ ლეონ გრგიკმა დააწინაურა შტურმი, მე-12 წუთზე კი კიტეიშვილმა პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიში აღარ შეცვლილა.

ქართველი ფეხბურთელი მინდორზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო (7.7 შეფასებით) და საკუთარ გუნდში მხოლოდ გოლის ავტორმა, ავსტრიელმა თავდამსხმელმა აჯობა (8.1 ქულა). ყველაზე მაღალი შეფასება მასპინძელთა მეკარეს, ლუკას იუნგვირს ერგო (8.8), რომელსაც 4 სეივი ჰქონდა.

შტურმი ჩემპიონატის მეორე შეხვედრას საკუთარ მოედანზე, 10 აგვისტოს, რაპიდის წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები