ოთარ კიტეიშვილი სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ავსტრიული შტურმის ლიდერი, ოთარ კიტეიშვილი, სექტემბერში გასამართ სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას Geo Team ავრცელებს.
ავსტრიის ბუნდესლიგაში, გრაცერთან მიღებული ტრავმის გამო, კიტეიშვილმა მოედანი ნაადრევად დატოვა და მოგვიანებით ჩატარებული გამოკვლევებით დადგინდა, რომ ქართველ ნახევარმცველს რეაბილიტაციისა და მოედანზე დაბრუნებისთვის გარკვეული დრო სჭირდება - შესაბამისად კიტეიშვილი 4 და 7 სექტემბერს, თურქეთისა და ბულგარეთის წინააღმდეგ გასამართ პრინციპულ მატჩებს გამოტოვებს. ეროვნულ ნაკრებს ვერც გიორგი ჩაკვეტაძე დაეხმარება, რომელოც ასევე ტრავმირებულია.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 4 სექტემბერს, 20:00 საათზე, თურქეთთან მატჩით იწყებს.