Belive

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,შტურმის'' ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

გამოკითხვაში ჩემპიონატის კლუბების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

,,ეს ჯილდო ჩემთვის დიდი პატივია და ძალიან კმაყოფილი ვარ! ეს ყველაფერი ჩემსა და, უპირველეს ყოვლისა, გუნდის შრომისმოყვარეობას ადასტურებს.

სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზის მიღება შესანიშნავია, მაგრამ წინ ყველაზე დიდი მიზანი გვაქვს - იმედია, შაბათ-კვირას ტიტულის მოგებას ვიზეიმებთ.'' - ოთარ კიტეიშვილი

სეზონის საუკეთესო მწვრთნელად ,,შტურმის'' თავკაცი, კრისტიან ილცერი დასახელდა.

კვირას, 19 მაისს, ბუნდესლიგის ბოლო ტურში გრაცული გუნდი ,,კლაგენფურტს'' უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყნის ჩემპიონი გახდება.

მიმდინარე სეზონში კიტეიშვილის ანგარიშზე ,,შტურმის'' მაისურით ჩატარებულ 25 შეხვედრაში 9 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები