Belive

"ოთარ კიტეიშვილმა გუნდს თავდაჯერება დაუბრუნა" - შტურმის მწვრთნელი

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში გრაცის "შტურმმა" საკუთარ არენაზე "ტიროლს" უმასპინძლა და შეხვედრა 4:2 გაიმარჯვა. ოთარ კიტეიშვილმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, შეუცლველად ითამაშა, რა დროშიც გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა. ქართველმა ფეხბურთელმა უმაღლესი შეფასებაც დაიმსახურა - 9.3.

გრაცის "შტურმის" მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან ილცერმა კიტეზე ისაუბრა:

რთული თამაში იყო, ამაში მხოლოდ ჩვენ ვართ დამნაშავე. კარგი დასაწყისის მიუხედავად ტაიმი მაინც ცუდად დავამთავრეთ, 2 გოლის გაშვების შემდეგ გუნდს თავდაჯერება ოთარ კიტეიშვილმა დაუბრუნა. - კრისტიან ილცერი

ამ მატჩის შემდეგ სანაკრებო შესვენებაა და ოთარ კიტეიშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დაეხმარება, ჯერ 7 სექტემბერს ჩეხეთთან, შემდეგ 10 სექტემბერს ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ.

კლუბში დაბრუნების შემდეგ, ოთარ კიტეიშვილი 14 სექტემბერს ვენის ავსტრიის წინააღმდეგ ითამაშებს.

სხვა სტატიები