ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის მე-5 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის მე-5 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. გასული შაბათ-კვირის მატჩებიდან ყველაზე მეტი 515 ქულა სწორედ ქართველმა შემტევმა დააგროვა და სიმბოლურ თერთემეტეულშიც დამსახურებულად მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ ავსტრიის ბუნდესლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში გრაცის "შტურმმა" საკუთარ არენაზე "ტიროლს" უმასპინძლა და 4:2 გაიმარჯვა. ოთარ კიტეიშვილმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცლველად ითამაშა, რა დროშიც გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა.