"მატჩის ბედი უფრო ადრე უნდა გადაგვეწყვიტა" - ოთარ კიტეიშვილი
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-10 ტურის შეხვედრაში, ლინცისა და შტურმის დაპირისპირება შედგა - უხვგოლიანი მატჩი, მასპინძლების მარცხით 3:4 დასრულდა.
შტურმის გამარჯვებაში ლომის წილი ოთარ კიტეიშვილმა დაიდო, რომელმაც თავი გატანილი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, კიტემ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ შტურმს მატჩის ბედი უფრო ადრე უნდა გადაეწყვიტა.
2-ბურთიანი სხვაობით ვიგებდით და მოვდუნდით - ელემენტალურის გაკეთებაც აღარ გვინდოდა, რის გამოც 2 გოლი გავუშვით. როდესაც 70-ე წუთისთვის 3:1 იმარჯვებ, უნდა გააგრძწლო ბურთის კონტროლი და მეტოქეს დაბრუნების საშუალება არ უნდა მისცე. მატჩის ბედი უფრო ადრე უნდა გადაგვეწყვიტა - ოთარ კიტეიშვილი.
შტურმი ავსტრიის ბუნდესლიგას დამაჯერებლად ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი 26 ოქტომბერს, ვოლფსბერგერის წინააღმდეგ გამართავს.