Belive

"ოთარ კიტეიშვილი უნივერსალური მოთამაშეა" - The Guardian

5 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრიტანული გამოცემა The Guardian ჩემპიონთა ლიგის მოახლოებაზე წერს და ისეთ ფეხბურთელებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებსაც თვალი აუცილებლად უნდა მივადევნოთ. მათ შორისაა ოთარ კიტეიშვილი, რომლის სათამაშო უნარ-ჩვევები გამოცემას არ გამოპარვია.

ევრო 2024-ისა და გასულ კვირას ჩეხეთის 4:1-ის დამარცხების შემდეგ ქართული ფეხბურთი მოდაშია. ნაკრებში არიან ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე, რომლებიც ყოველთვის სათაურში გვხვდება, მაგრამ მრავალმხრივი ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. გასულ სეზონში ის ავსტრიის ბუნდესლიგაში საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, რადგან მისმა გუნდმა ტიტული მოიგო და ზალცბურგის 10-წლიანი დომინაცია შეწყვიტა. ის მოედანზე ყველგანაა - ბურთით თუ უბურთოდ, დაუღალავად შრომობს. მას "შტურმის" გულშემატკივრები თაყვანს სცემენ და იყო ზეიმი, როდესაც კიტეიშვილმა ყატარში დიდ ხელფასზე უარი თქვა და ავსტრიულ კლუბში ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. - The Guardian - ოთარ კიტეიშვილზე

ოთარ კიტეიშვილის გარდა სტატიაში რამდენიმე ფეხბურთელზეა ყურადღება გამახვილებული, ესენი არიან:

ხრისტოს ძოლისი - 22 წლის ("ბრიუგე"), ვლადან კოვაჩევიჩი - 26 წლის ("სპორტინგი"), მარტინ ვიტიკი - 21 წლის ("სპარტა პრაღა"), ენცო მიიო - 22 წლის ("შტუტგარტი"), რომენ დელ კასტილიო - 28 წლის ("ბრესტი"), ადამ დაგიმი - 18 წლის ("ზალცბურგი"), პეტარ სუჩიჩი - 20 წლის (ზაგრების "დინამო")

სხვა სტატიები