ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის მე-10 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-10 ტურში "შტურმმა" გრაცულ დერბიში "გრაცერი" 5:2 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი გახდა, მან აღნიშნულ დაპირისპირებაში დუბლი შეასრულა (გოლები მე-40 და 79-ე წუთებზე გაიტანა).
Sofascore-ს ვერსიით, ქართველი ნახევარმცველი ავსტრიის ბუნდესლიგის მე-10 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
სრულად გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარე: დეიან სტოიანოვიჩი ("ალტახი") - 8.7
მცველები: იუსუფ გაზიბეგოვიჩი (გრაცის "შტურმი") - 7.6, მანუელ მარანდა ("ლინცი") - 7.5, იონას აუერი (ვენის "რაპიდი") -7.6, ადის იასიჩი ("ვოლფსბერგერი") - 7.9
ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (გრაცის "შტურმი") - 8.2, დომინიკ ფიცი ("ავსტრია ვენა") - 8.1, კრისტიან დობრასი ("ლინცი") - 7.7
თავდამსხმელები: ქარიმ კონატე ("ზალცბურგი") - 8.3, მიკა ბირითი (გრაცის "შტურმი") - 8.0, ედმუნდ ბაიდო ("ზალცბურგი") - 7.7
10 ტურის შემდეგ გრაცის "შტურმი" ავსტრიის ბუნდესლიგას 22 ქულით ლიდერობს (7 მოგება, 1 ფრე, 2 მარცხი). მომდევნო მატჩს გრაცული გუნდი 22 ოქტომბერს, 23:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით სპორტინგის წინააღმდეგ გამართავს.
ოთარ კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.