შტურმმა რეინჯერსს კიტეიშვილის გოლით მოუგო | რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა?
ევროპა ლიგის მეორე ტურში გრაცის შტურმმა, საკუთარ მოედანზე, გლაზგოს რეინჯერსს უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც მამის გარდაცვალების გამო შტურმის 2 თამაში გამოტოვა (მათ შორის ევროპა ლიგის პირველი ტური), დღეს სასტარტო შემადგენლობაში იყო და შოტტლანდიელებს მეორე გოლი სწორედ ქართველმა გაუტანა.
ანგარიში ტომი ორვატმა მე-7 წუთზე გახსნა. 35-ზე კი გრაცელებმა ჯარიმა ორიგინალურად გაათამაშეს, ორვატმა უზუსტესი გადაცემით გაიყვანა კიტეიშვილი ერთი-ერთზე და სხვაობაც 2-ბურთიანი გახდა. შტურმის მეკარის, ოლივერ კრისტენსენის ბრწყინვალე თამაშის წყალობით, სტუმრებმა მხოლოდ 1 ბურთის გატანა შეძლეს, კრისტენსენს 10 სეივი ჰქონდა.
კიტეიშვილს პასების სიზუსტის 76%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა. 2-ჯერ დაარტყა კარში, ერთხელ კი გამამწვავებელი გადაცემა გააკეთა. მისი თამაში 7.5-დან 8.3 ქულამდე შეფასდა. ქართველი 73-ე წუთზე შეცვალეს.
შტურმმა ევროპა ლიგის პირველი ტურის შეხვედრა მიდტიულანდთან წააგო, ასე რომ, ახლა 3 ქულა აქვს და 22-ე ადგილზეა.
WIR GEWINNEN WIEDER MAL ZUHAUSE GEGEN DIE RANGERS!😏 #sturmgraz #UEL #STURAN
— SK Sturm Graz (@SKSturm) October 2, 2025
____________
STU 2:1 RAN |⏱️90+4' pic.twitter.com/50xic76WDl