ოთარ კიტეიშვილის შეფასება გრაცერის წინააღმდეგ
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-5 ტურში, გრაცერი შტურმს დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა.
შტურმის შემადგენლობაში მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო ოთარ კიტეიშვილმა, თუმცა, ავსტრიული კლუბის ქართველმა ლიდერმა მოედანი 46-ე წუთზე დატოვა.
მოედანზე გატარებული დროის განმავლობაში კიტეიშვილი ერთ-ერთი გამორჩეული იყო - ქართველი ფეხბურთელი ბურთს 31-ჯერ შეეხო, პასების 90%-იანი სიზუსტე ჰქონდა და 6-დან 5 დუელი მოიგო. Flashscore-მ ოთარ კიტეიშვილის თამაში 7.1, ხოლო Sofascore-მ 6.9 ქულით შეაფასა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიტეიშვილმა მოედანი ნაადრევად ტრავმის გამო დატოვა. დამატებითი გარემოებები მოგვიანებით გახდება ცნობილი და იმედია, რომ პრინციპული სანაკრებო მატჩების წინ, ის მწყობრში იქნება.