Belive

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის 31-ე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ავსტრიის ბუნდესლიგის 31-ე ტურის საუკეთესო მოთამაშედ ოთარ კიტეიშვილი დასახელდა, ქართველი ფეხბურთელი გულშემატკივრებმა აირჩიეს, რომელიც ავსტრიულ გამოცემა ligaportal-ზე ხორციელდებოდა. კიტემ ხმების 31.1% დაიმსახურა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ტურის საუკეთესო გამხდარიყო. ოთარ კიტეიშვილმა "ლასკთან" დუბლი შეასრულა და თავის გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა (2:2).

TOP 5 ტურის საუკეთესო მოთამაშე

ავსტრიული გამოცემა ოთარ კიტეიშვილის ასპარეზობას და ბრწყინვალე სეზონს ეხმაურება:

გუნდისთვის ოთარ კიტეიშვილი ყოველთვის მაღალ ერთგულებასა და ბრწყინვალე თამაშს აჩვენებდა. ქართველი ფეხბურთელისთვის ავსტრიის ბუნდესლიგის 50-ე საიუბილეო სეზონი დამთავრებულია, ყოველ შემთხვევაში მოედანზე, რადგან "ლასკთან" შეხვედრაში კიტემ მე-9 ყვითელი ბარათი მიიღო, რაც შემდეგი მატჩის გამოტოვებას გულისხმობს ("კლაგენფურტის" წინააღმდეგ). 28 წლის ნახევარმცველი თავის გუნდს ტრიბუნიდან უგულშემატკივრებს და იმედოვნებს, რომ ავსტრიის ჩემპიონობას და დუბლს იზეიმებს. - ligaportal

ოთარ კიტეიშვილი გრაცის "შტურმში" 2018 წლის ზაფხულიდან ასპარეზობს, მან ავსტრიულ გუნდში უკვე 185 თამაში ჩაატარა, 40 გოლი გაიტანა და 33 საგოლე გადაცემა გააკეთა. ქართველ ფეხბურთელს შეუძლია პირველად მოიგოს ავსტრიის ბუნდესლიგის მთავარი ტიტული, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ კიტეს კონტრაქტი ივნისში ეწურება და შესაძლოა ეს მიღწევა ავსტრიულ გუნდში ბოლო იყოს, რადგან ჯერ ჯერობით უცნობია გაახანგრძლივებს თუ არა.

სხვა სტატიები