Belive

ოთარ კიტეიშვილის შეფასება ალტახის წინააღმდეგ

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში ალტახი გრაცის შტურმთან 0:2 დამარცხდა. ქართველმა ოთარ კიტეიშვილმა 85-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან გაიტანა, მეორე გოლი კი 90+5-ე წუთზე ბელმინ ბეგანოვიჩის ანგარიშზეა.

ქართველმა ნახევარმცველმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 90-ე წუთზე შეცვალეს. კიტემ კარში ერთხელ დაარტყა და გოლიც გაიტანა, ბურთს 62-ჯერ შეეხო, 44 გადაცემიდან 36 ზუსტად შეასრულა (82%), 13 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 6-ში გაიმარჯვა, 3-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და სამივე წარმატებული გამოდგა.

ოთარ კიტეიშვილის შეფასება სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:

  • Sofascore - 7.2

  • Flashscore - 7.6

გრაცის შტურმი ბუნდესლიგის ცხრილში 18 ქულით პირველ ადგილზეა (6 მოგება, 2 მარცხი), მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი ლინცის წინააღმდეგ ჩაატარებს, მატჩი 19 ოქტომბერს 16:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები