Belive

ოთარ კაკაბაძე პოლონეთის ჩემპიონატში პუშჩას წინააღმდეგ არ ითამაშებს

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

"კრაკოვიას" ქართველი ფეხბურთელი ოთარ კაკაბაძე პოლონეთის ჩემპიონატში ექსტრაკლასას 29-ე ტურში "პუშჩას" წინააღმდეგ შეხვედრას გამოტოვებს.

"კრაკოვიას" მწვრთნელმა დავიდ კროჩეკმა 21 მარტს გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა და გუნდის შემადგენლობაზე გაამახვილა ყურადღება, პრესკონფერენციაზე მან ქართველი მცველის მომდევნო მატჩის გამოტოვებაც აღნიშნა

საკადრო მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირე პრობლემებია. ოთარ კაკაბაძეს ბევრი ყვითელი ბარათი დაუგროვდა და მომდევნო შეხვედრას გამოტოვებს. - დავიდ კროჩეკი - "კრაკოვიას" მთავარი მწვრთნელი

"კრაკოვია" პოლონეთის უმაღლეს ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა. ოთარ კაკაბაძეს მიმდინარე სეზონში ერთადერთი გოლი აქვს გატანილი, ეს მან "ლოძის" წინააღმდეგ მოახერხა.