ოთარ კაკაბაძე პოლონეთის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პოლონეთის ჩემპიონატის, ექსტრაკლასას 29-ე ტურის შეხვედრაში "კრაკოვია" "ლეხ პოზნანთან" 2:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი ოთარ კაკაბაძემ გაიტანა და მატჩში ერთ-ერთი გამორჩეულიც იყო, ქართველი ფეხბურთელი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
სრულად გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარე: ფილიპ მაიხროვიჩი ("გორნიკი ზაბრჟე")
მცველები: იან ზიოლკოვსკი ("ლეგია"), კამილ პესტკა ("რადომიაკ რადომი"), ოთარ კაკაბაძე ("კრაკოვია")
ნახევარმცველები: ბართოშ ვოლსკი ("მოტორი ლუბლინი"), ოსკარ რეპკა ("კატოვიცე"), რაფალ კურზავა ("პოგონი შჩეცინი"), ლინუს ვალქვისტი ("პოგონი შჩეცინი")
თავდამსხმელები: მიკაელ იშაკი ("ლეხ პოზნანი"), ტომაშ პიენკო ("ზაგლებიე")
ოთარ კაკაბაძემ მიმდინარე სეზონის 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა გაიტანა 3 გოლი და გააკეთა 2 საგოლე გადაცემა.