Belive

ოსიმენმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის" ნიგერიელმა ვარსკვლავმა - ვიქტორ ოსიმენმა, რომელმაც ტრავმა ცოტა ხნის წინ მოიშუშა, კვლავ დაზიანება მიიღო. ოსიმენმა ვარჯიშზე კოჭის ტრავმა მიიღო და იძულებული გახდა მოედანი ნაადრევად დაეტოვებინა. 

ნიგერიელი ვარსკვლავის ტრავმის სიმძიმესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, ოსიმენის ტრავმის სიმძიმე დადგინდება და სარეაბილიტაციო პერიოდი განისაზღვრება. 

ოსიმენის პარალელურად, ვარჯიშზე კიდევ ერთმა ფეხბურთელმა მიიღო დაზიანება. კოსოვოელმა ამირ რაჰმანიმ სავარჯიშო მოედანი ასევე ნაადრევად დატოვა.

შეგახსენებთ, სერია A-ს პირველ ტურში, "ნაპოლი" სტუმრად "ფროზინონეს" დაუპირისპირდება. შეხვედრა 19 აგვისტოს გაიმართება.

სხვა სტატიები