Belive

ნაპოლიმ ვიქტორ ოსიმენი და მარიო რუი სერია A-ს შემადგენლობის სიიდან ამოიღო

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად, "ნაპოლიმ" სერია A-ს წლევანდელი სეზონის შემადგენლობიის სიიდან ვიქტორ ოსიმენი ამოიღო, მისი 9 ნომრიანი მაისური კი რომელუ ლუკაკუს გადაეცა.

შემადგენლობიდან ასევე ამოიღეს მარიო რუი. ჯერჯერობით ფეხბურთელთან დაკავშირებით სხვა დეტალები არ არის ცნობილი, მის ადგილს კი მაიკლ ფოლორუნშო იკავებს.

ნიგერიელი ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით სრული ქაოსია, რადგან მისი გადასვლა ვერც "ჩელსიში" მოხერხდა და ვერც საუდის არაბეთის კლუბ "ალ-აჰლიში". ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით ოსიმენმა არაბეთის კლუბის 4-წლიან და სეზონში 40 მილიონ ევროიანი გარიგება ჩაიშალა, რადგან "ნაპოლიმ" იმაზე მეტი მოითხოვა რასაც "ალ-აჰლი" სთავაზობდა.

სხვა სტატიები