Belive

ოსიმენმა, ნახევარფინალის წინ, ნაკრებთან ერთად არ იმგზავრა

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიგერიამ და ვიქტორ ოსიმენმა, აფრიკის ერთა თასის მეოთხედფინალში, ანგოლას მინიმალური სხვაობით მოუგეს და ნახევაფინალში მათი მეტოქე სამხრეთ აფრიკა იქნება. მატჩი 7 თებერვალს უნდა შედგეს ქალაქ ბუაკეში. ნიგერიის ნაკრები ორშაბათს უკვე გაფრინდა ბუაკეში და თამაშისთვის ემზადება, თუმცა ნაკრების ლიდერმა, ვიქტორ ოსიმენმა გუნდთან ერთად არ იმგზავრა და ამ დრომდე კოტ დ'ივუარის დედაქალაქ აბიჯანში იმყოფება.

საქმე იმაშია, რომ ვიქტორს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, როგორც ამბობენ, მუცლის არეში დისკომფორტს გრძნობს, ამიტომ მისი მდგომარეობა ჯერ კიდევ შესაფასებელია.

გუნდის წევრები აბიჯანიდან ბუაკეში საღამოს 10 საათზე გაემგზავრნენ, თუმცა მუცლის არეში დისკომფორტის გამო, ოსიმენი მათთან ერთად არ იმყოფებოდა. გუნდის მედიკოსები ადასტურებენ, რომ ის მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშაა აბიჯანში მყოფ სამედიცინო ჯგუფის წევრებთან ერთად, თუ მას სამშაბათ დილამდე გაათავისუფლებენ, გუნდს საღამოს 5 საათამდე შეუერთდება - ნათქვამია ნიგერიის ნაკრების განცხადებაში

ოსიმენმა აფრიკის ერთა თასის 5 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა, ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში, ეკვატორული გვინეის წინააღმდეგ. ოთხშაბათს ნიგერიასა და სამხრეთ აფრიკას შორის გამარჯვებული, ფინალში მასპინძელ კოტ დ'ივუარს ან კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას დაუპირისპირდება. ნიგერიას 2013 წლის შემდეგ აფრიკის თასი არ მოუგია.

სხვა სტატიები