Belive

ოსიმენის ჯენოასთან თამაში საეჭვოა, ბარსელონასთვის კი მზად იქნება

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვიქტორ ოსიმენისთვის ნეაპოლისკენ გრძელი მოგზაურობა დღეს დაიწყება. აფრიკის ერთა თასის ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ (კოტ დ'ივუართან, 1:2) თავდამსხმელი ნიგერიის ნაკრებს ტოვებს და კლუბს უბრუნდება. ჩვეულებრივ, საჭირო გახდება 2 რეისი, პირველი საფრანგეთში ან გერმანიაში და შემდეგ იტალიაში.
"ნაპოლის" სპორტულ ცენტრში ვიქტორს სამედიცინო პერსონალი ეწვევა, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასდეს.

სავარაუდოა, რომ შაბათს, სერია A-ში "ჯენოასთან" გასამართ შეხვედრაში ვალტერ მაცარის ნიგერიელის გამოყენება არ შეეძლება (ყოველ შემთხვევაში, მატჩის სრულად ჩასატარებლად მზად არ იქნება). იმის გათვალისწინებით, რომ ოსიმენის ჯანმრთელობის პრობლემები აფრიკის თასის ნახევარფინალიდან დაიწყო და თანაც სრული დატვირთვით ვარჯიში ჯერ არ შეიძლება, სავარაუდოა, რომ შაბათის შეხვედრას ის სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს.

სამაგიეროდ, ოსიმენი უკვე სრულიად მზად იქნება 22 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი მატჩისთვის, რომელშიც ნაპოლი არმანდო მარადონაზე "ბარსელონას" მიიღებს.

სხვა სტატიები