Belive

პსჟ და ნაპოლი ოსიმენის ტრანსფერზე ვერ თანხმდებიან

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლისა'' და ,,პარი სენ ჟერმენს'' შორის მოლაპარაკებები ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერის შესახებ ჩიხში შევიდა. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

პარიზელებმა გარიგებაში ლი კანგ-ინის ჩართვაზე უარი თქვეს და არც ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის (120-130 მილიონი ევრო) გადახდას აპირებენ.

გარდა ამისა, როგორც რომანო წერს, ,,პსჟ'' საკუთარი ფორვარდების, კოლო მუანისა და გონსალუ რამოშის თამაშით კმაყოფილია.

რამდენიმე დღის წინ, იტალიურ მედიაში დაიწერა, რომ ნიგერიელი თავდამსხმელი ,,პარი სენ ჟერმენში'' გადასვლას დათანხმდა და მოლაპარაკებები კლუბებს შორის იმართებოდა.

გასულ სეზონში ოსიმენმა ,,ნაპოლის'' მაისურით ჩატარებულ 32 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები