ოსიმენმა ალ აჰლისთან მოლაპარაკება თავად დაიწყო - ტრანსფერი შესაძლოა დღესვე დაიხუროს
ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტისა და საფეხბურთო მიმომხილველის - ჯანლუკა დი მარციო ცნობით, ვიქტორ ოსიმენმა დღეს, 28 აგვისტოს, პირველად მიმართა "ალ აჰლის" და მოლაპარაკებები განაახლა, მიუხედავად იმისა, რომ 2 დღის წინ, ნიგერიელმა ფეხბურთელმა არაბული კლუბი მკაცრი უარით გაისტუმრა.
ოსიმენის უარის მიუხედავად, არაბული კლუბი ნიგერიელ ფეხბურთელს კვლავ არ ანებებდა თავს და მოსალაპარაკებლად მაგიდასთან იხმობდა, როგორც ჩანს ამ ხერხმა გაჭრა და ფეხბურთელი დღეს პირველად ჩაერთო სატრანსფერო მოლაპარაკებებში.
ამის მიზეზი კი ბევრი რამ არის, მაგალითად ის, რომ ვიქტორ ოსიმენით რამდენიმე გრანდი იყო დაინტერესებული, თუმცა ოფიციალური შეთავაზება არავის არ გაუკეთებია. "პსჟ"-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ოსიმენის სანაცვლოდ თანხის გადახდას აღარ განიხილავდნენ, "ჩელსიმ" სხვა ფორვარდებთან დაიწყო მოლაპარაკება და მათთვის ნიგერიელი ფეხბურთელი პრიორიტეტული აღარ არის.
🚨 Nothing new changed on Osimhen. Osimhen is negotiating with Chelsea, if they don’t find an agreement, he can go to Al Ahli. (@FabrizioRomano) #CFC
— Pys (@CFCPys) August 28, 2024
🚨 Victor Osimhen has AL AHLI bid and CHELSEA bid. He's negotiating with Chelsea. If the deal doesn’t happen, he can go to Al Ahli.
— Chelsea Dodgers (@TheBlueDodger) August 28, 2024
Nothing new, nothing changed.
(@FabrizioRomano) #CFC pic.twitter.com/1EoCM6yKMe
ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში "ალ აჰლიმ", ვიქტორ ოსიმენის სანაცვლოდ, "ნაპოლის" კიდევ უფრო მაცდური თანხა შესთავაზა, თავად ფეხბურთელს კი სახელფასო თანხა მოუმატეს, ალბათ, სწორედ ეს გახდა ვიქტორ ოსიმენის ალაპარაკების მიზეზი.
ახალ სეზონში 25 წლის თავდამსხმელს, რომელიც სატრანსფერო საკითხების მოგვარებით აქტიურად არის დაკავებული, "ნაპოლის" შემადგენლობაში არ უთამაშია, თუმცა ის ამ წამამდე რჩება კლუბის წევრად.