Belive

"ნეტავ მისი ოთახში ჩაკეტვა შემეძლოს" - სკალონი იამალზე

16 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ ლამინ იამალის შესახებ ისაუბრა. ფინალის წინ არგენტინელთა თავკაცას ახალგაზრდა ვარსკვლავის შესაჩერებლად საინტერესო იდეაა აქვს.

როგორ შევაჩერებთ იამალს? ნეტავ მისი ოთახში ჩაკეტვა შემეძლოს. ის გასაოცარია, ნამდვილი საგანძურია. ის ძალიან ახალგზარდაა და კიდევ ბევრი შეუძლია. მან ესპანეთისთვის ბევრი გააკეთა და იმედია კვირას ამას ვეღარ მოახერხებს. როგორც მესი, იამალიც რთული შესაჩერებელია. - ამბობს ლიონელ სკალონი

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა ესპანეთს დაუპირისპირდება. სამხრეთ ამერიკელებმა ნახევარ ფინალში ინგლისი, ესპანელებმა კი საფრანგეთი დაამარცხეს. ფინალური მატჩი 19 ივლისს 23:00 საათზე შედგება.

სხვა სტატიები