Belive

ჯო კოული: "რონალდუ ყოველ ღამე ლოცულობს, რომ მესიზე უკეთესი იყოს"

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, 44 წლის ჯო კოულმა, კრიშტიანუ რონალდუსა და მესის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის, მესი გაცილებით უფრო მაღლა დგას, ვიდრე კრიშტიანუ.

2008 წლის ჩელსის საუკეთესო ფეხბურთელმა, ასევე მოახლოებულ მუნდიალსა და ამ შეჯიბრის მთავარ ფავორიტებზე ისაუბრა.

"წინ მსოფლიო ჩემპიონატია, რაც რათქმა უნდა, ყოველთვის ძალიან საინტერესოა, შესაბამისად რთულია ვარაუდი, თუ ვინ გახდება ჩემპიონი, თუმცა ჩემი ხმა ინგლისს. ვფიქრობ დროა, რომ 'სამმა ლომმა' თავისი სიტყვა თქვას, ვინაიდან და რადგანაც, ბოლო დიდი შეჯიბრებია, ყოველთვის კარგად თამაშობენ, თუმცა გადაწმწყვეტ მომენტში ბევრს სცოდავენ. ტუხელის ფაქტორი დიდი იქნება ამ ნაკრებში.

რაც შეეხება მესისა და რონალდუს ბოლო მსოფლიო ჩემპიონატებს, ვფიქრობ, რონალდუ ყოველ ღამის ლოცულობს იმისათვის, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგოს და მესიზე უკეთესი იყოს, თუმცა სულ რომ ასე მოხდეს, ის მესიზე უკეთესი ვერ გახდება..." - ჯო კოული

შეგახსენებთ, რომ ჯო კოული წლების განმავლობაში ვესტ ჰემში, ჩელსიში, ლივერპულში და ასტონ ვილაში თამაშობდა. იგი ასევე ეროვნულ ნაკრებშიც 9 წლის განმავლობაში (2001-2010) ირიცხებოდა, რა პერიოდშიც 56 მატჩი ჩაატარა და 10 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები