Belive

ნაპოლიმ იტალიის ჩემპიონატი მეოთხედ მოიგო!

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ანტონიო კონტე და მისი გუნდი სერია A-ს ჩემპიონია. ბოლო ტურში ნაპოლიმ, საკუთარ მოედანზე კალიარი 2:0 დაამარცხა და უშუალო კონკურენტს, ინტერს, 1 ქულით აჯობა. თავის მხრივ, ინტერმა კომოს მოუგო 0:2, მილანურმა გრანდმა ჩემპიონობა ხელიდან წინა ტურში გაუშვა - ლაციოსთან ფრედ დასრულებულ შეხვედრაში.

გოლები სკოტ მაკტომინეიმ და რომელუ ლუკაკუმ გაიტანეს. სწორედ ამ ფეხბურთელებს აქვთ გატანილი ყველაზე მეტი გოლი ჩემპიონატში (ნაპოლის შემადგენლობიდან). ნაპოლიმ სკუდეტო ისტორიაში მეოთხედ მოიგო. ბოლოს ეს 2022/23 წლების სეზონში მოახერხეს, მაშინ სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა.

სხვა სტატიები