ნაპოლის გულშემატკივრების რეაქცია კვარაცხელიას წასვლაზე
საუბარი იმის შესახებ, რომ ხვიჩა კვარაცხელია იანვარში "ნაპოლის" დატოვებს, დასასრულისკენ მიდის. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ხვიჩამ და "პსჟ"-მა პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმეს, ხოლო ფრანგული კლუბი ნაპოლის 70 მილიონსა და ბონუსებს გადაუხდის. იქამდე ანტონიო კონტემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხვიჩას კლუბის დატოვება ზაფხულშივე სურდა, მან კი ვერ მოახერხა ფეხბურთელი დარჩენაში დაერწმუნებინა. სხვადასხვა სოციალურ ქსელსა და ტელევიზიაში, ნაპოლის გულშემატკივრები, ქართველის გადაწყვეტილებას არაერთგვაროვნად შეხვდნენ.
იტალიური მედია ცდილობს ყველაფერში კვარას დააბრალოს, მაგრამ ეს არასწორია, კონტეს ტაქტიკა კვარასთვის სასარგებლო არ არის და ნაპოლის გულშემატკივრებმა უნდა მიიღონ ეს, ის უკეთეს შესაძლებლობებს ეძებს.
რატომ წავიდა პსჟ-ში? მხოლოდ ფულისთვის, საფრანგეთის ჩემპიონატი საშინელებაა.
გასულ ზაფხულს პსჟ ოსიმენსა და კვარაში 210 მილიონს იხდიდა. ახლა გაყიდვა დე ლაურენტისის დიდი შეცდომაა.
ბოლო 3 წლის განმვალობაში ის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშეა სერია A-ში. სამწუხაროა, რომ ის არ აპირებს დიდ კლუბში გადასვლას.
ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი საუკეთესო მოთამაშეა და დე ლაურენტისი მხოლოდ 1.5 მილიონს უხდიდა.
რატომ ხართ ასეთი გულშემატკივრები? კვარაცხელია მუდამ ჩვენიანი იქნება, მადლობა მას ყველაფრისთვის.
როდესაც ერთი პაპი კვდება, მის ადგილს მეორე იკავებს. დრამა ფეხბურთელის გუნდიდან წასვლა კი არა, სიცოცხლის დასრულებაა.
ვწუხვარ, რომ კვარა მიდის...მაგრამ ეს იანვარში მიუღებელია...მაინც შეიძლებოდა დარჩენილიყო ივნისამდე...მის აგენტს უკვე დაგეგმილი ჰქონდა ყველაფერი...და ის ნაძირალაა! გულშემატკივრებს არც კი დაემშვიდობა.
მოთამაშეები დამოკიდებულნი არიან გარშემომყოფებზე, აგენტებზე, მეგობრებზე, ნათესავებზე და ა.შ. მან გადაწყვიტა და შეუძლია წავიდეს, დაიმახსოვრეთ: ფეხბურთელები მიდიან და მოდიან, შეუცვლელი მხოლოდ კლუბის ფორმა რჩება.
კონტემ კვარას შესთავაზა წამყვანი როლი თავის პროექტში და გუნდში, რომელიც პირველია და სკუდეტოსთვის ბრძოლაში, დე ლაურენტისის კონტრაქტის პირობებმა კი მას წასვლა აიძულა.
ჩემი აზრით, ნაპოლიმ ჩემპიონობის შემდეგ დაუშვა შეცდომა, რომ ხვიჩასთან კონტრაქტი არ განაახლა, შემდეგ კი ყველაფერი მან და მამამისმა გააკეთეს.
ვინც კვარას მხოლოდ იმის გამო აკრიტიკებთ, რომ ის პსჟ-ში წავიდა, შეგახსენებთ, ის რომ არა, 2 წლის წინ ჩემპიონობაზე ვერც კი ვიოცნებებდით. - ვკითხულობთ სოციალური ქსელის კომენტარებში
კვარაცხელია ნაპოლიში გადასვლის პირველივე სეზონში სერია A-ს ჩემპიონი გახდა. მიიღო იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდო. ქართველმა ნაპოლის მაისურით ჩატარებულ ყველა ტურნირზე 30 გოლი გაიტანა.