ოსიმენი: "ნეაპოლში ძაღლივით მექცეოდნენ"
ანტონიო კონტემ ნაპოლი 2024 წლის ზაფხულში ჩაიბარა და სურდა, რომ ვიქტორ ოსიმენი დიეგო არმანდო მარადონაზე დარჩენილიყო. 27 წლის ფეხბურთელს იმ დროისთვის უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ კლუბს დატოვებდა - მას ურთიერთობა ბოლომდე გაუფუჭდა კლუბის ხელმძღვანელობასთან, ახლა კი ამ მიზეზებზე ისაუბრა.
დღეს შემეძლო სერია A-ს კიდევ ორ ტოპ კლუბში ვყოფილიყავი - (იუვენტუსის ყოფილმა დირექტორმა) ჯუნტოლიმ დამირეკა იქამდე, სანამ გალათასარაისთან მოლაპარაკებები დაიწყებოდა. კლუბის რამდენიმე წევრს ვესაუბრე. მათ ინტერესი გამოთქვეს, მაგრამ ვიცოდი, რომ ის (ნაპოლის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი) არ გამიშვებდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ინტერესი ნამდვილად იყო და როდესაც იუვენტუსი გირეკავს, ყველაფრის მიუხედავად, უნდა მოუსმინო.
ჩვენ გვქონდა ჯენტლმენური შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მომდევნო ზაფხულს შემეძლო წასვლა, მაგრამ მეორე მხარემ ეს ვალდებულება სრულად არ დაიცვა. ცდილობდნენ სადმე სათამაშოდ გავეგზავნე, მაგრამ ძაღლივით მექცეოდნენ. წადი აქ, წადი იქ, გააკეთე ეს, გააკეთე ის. ძალიან ბევრი ვიშრომე კარიერის ასაშენებლად და ასეთი მოპყრობას ვერ ავიტანდი. მე მარიონეტი არ ვარ.
- განაცხადა ვიქტორ ოსიმენმა
ოსიმენმა, 2023 წლის დეკემბერში, ნაპოლისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, მაგრამ ეს პირობები მხოლოდ იმისთვის შეთანხმდა, რომ ნაპოლის მისი მაღალი ფასი შეენარჩუნებინა. მან იცოდა, რომ ნეაპოლში არ დარჩებოდა.
ნიგერიელი ფორვარდი, სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა (2022/23 წლებში) და კვარაცხელიასთან ერთად ჩემპიონობაც იზეიმა - მან ყველა ტურნირზე 31 გოლი გაიტანა.
#Osimhen a GdS sull’addio al #Napoli: “Dopo il TikTok del club è cambiato tutto, sono stato insultato e nessuno si è mai scusato. Son stato vittima di insulti razzisti: mi trattavano come un cane! Non sono un burattino. #Conte voleva tenermi: mi sarebbe piaciuto lavorare con lui” pic.twitter.com/kWdPxMaoee
— Nicolò Schira (@NicoSchira) February 17, 2026