ოსიმენი დაბრუნდა - ნაპოლის ოპტიმალური შემადგენლობა აიაქსთან მატჩის წინ
"ნაპოლის" ოფიციალურმა გვერდმა უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრის წინ, რომელშიც ნეაპოლურმა კლუბმა ამსტერდამის "აიაქსს" უნდა უმასპინძლოს, სამატჩო განაცხადი გამოაქვეყნა.
რა საკვირველია, რომ 23-კაციან განაცხადში საქართველოს ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელიაა, თუმცა საინტერესოა, რომ გუნდს ტრავმირებული ფეხბურთელებიც დაუბრუნდნენ, რის შედეგადაც ნეაპოლელები მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებიან.
ყველაზე პოზიტიური სიახლე, რომელიც "ნაპოლის" შემადგენლობაში შეინიშნება, ნიგერიელი ცენტრალური თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის დაბრუნებაა, რომელმაც ტრავმა მოირჩინა და 6-მატჩიანი პაუზის შემდეგ გუნდს დაეხმარება.
"ნაპოლის" შეტევის ხაზში განსაკუთრებით მაღალი კონკურენციაა და "აიაქსთან" მატჩის წინ განაცხადში შემდეგი ფეხბურთელები იქნებიან: ხვიჩა კვარაცხელია, ირვინგ ლოსანო, ვიქტორ ოსიმენი, მატეო პოლიტანო, ჯაკომო რასპადორი და ჯოვანი სიმეონე.
"ნაპოლი" - "აიაქსის" მატჩი 12 ოქტომბერს გაიმართება და თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.