Belive

"ოსიმენი და კვარაცხელია არ თამაშობენ, ისინი მეტოქეს ჩაგრავენ" - Calcio Napoli

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

სერია ა-ს ტურის მატჩი "ნაპოლისა" და "იუვენტუსის" შორის ამ უკანასკნელის მარცხით დასრულდა. ლუჩანო სპალეტის შეგირდებმა მეტოქე არ დაინდეს და "ბებერი ქალბატონი" 5:1 გაანადგურეს. ამ გამარჯვებაში ლომის წილი ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს მიუძღვით. ქართველმა თავი 1 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. რაც შეეხვება ოსიმენს, მან ტურინელებს 2 გოლი გაუტანა.

ცნობილ იტალიურ გამოცემას Calcio Napoli-ს ხვიჩა კვარაცხელიას კარგი ასპარეზობა არ გამორჩენია და მისი თამაში 8.5 ქულით შეაფასა.

"მას ყველა ელოდებოდა. პირველი გოლის მომენტში არაჩვეულებრივად იმოქმედა, მაკრატელა დარტყმა შეასრულა, მეკარემ აიღო და ოსიმენმაც გოლი გაიტანა. შემდეგ გოლი თავად გაიტანა და გახდა მეორე ქართველი ფეხბურთელი (ლევან მჭედლიძის შემდეგ), რომელმაც სერია ა-ში "იუვენტუსს" გაუტანა. შემდეგ ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და 89-ე წუთზე ის ლოსანომ შეცვალა." - წერს Calcio Napoli.

ამ გამარჯვებით "ნაპოლიმ" მორიგი სამი ქულა ჩაიწერა და ცხრილის სათავეში ადგილი გაიმყარა. ნეაპოლელებს 47 ქულა აქვთ და მეორეადგილოსან "მილანს" 10 ქულით უსწრებენ. ლუჩანო სპალეტის გუნდს შემდეგი შეხვედრა 18 იანვარს, "კრემონეზეს" წინააღმდეგ ელის, სადაც კრავაცხელიასა და ლოჩოშვილის დაპირისპირებას ვიხილავთ.

სხვა სტატიები