ორივე ქართველმა გაიტანა | გიორგი ქვილითაიას და ლაშა დვალის წარმატებული თამაში
10 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კვიპროსის ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩში "ნეა სალამისი" "აპოელთან" 0:4 დამარცხდა. წარმატებული მატჩი აღმოჩნდა ქართველი ფეხბურთელებისთვის, 36-ე წუთზე გიორგი ქვილითაიამ ანგარიშის სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო მესამე გოლი ლაშა დვალმა 51-ე წუთზე გაიტანა.
ქართველების "აპოელი" ცხრილში 48 ქულით ერთპიროვნული ლიდერია, მეორეადგილოსან "აეკ ლარნაკას" 6 ქულით უსწრებს. გიორგი ქვილითაიას ჩატარებული 21 მატჩის შემდეგ 5 გოლი აქვს, ლაშა დვალს კი 2.