Belive

"ორი ეჭვიანი" - კრიშტიანუ რონალდუმ რუნისა და კარაგერის კრიტიკას უპასუხა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

კრიშტიანუ რონალდუმ უეინ რუნის მის მიერ გაკეთებული კომენატრების გამო ეჭვიანი უწოდა. Sky Sports-ის ეთერში, უეინ რუნი და ჯეიმი კარაგერი "მანჩესტერ იუნაიტედში" შექმნილი ვითარების შესახებ საუბრობდნენ, რა დროსაც ინგლისელმა შემტევმა საინტერესო კომენტარი გააკეთა. უეინ რუნის მტკიცებით, "მანჩესტერ იუნაიტედის" მესვეურებმა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის ტრანსფერით შეცდომა დაუშვეს. რუნი მიიჩნევს, რომ პრემიერ ლიგის გრანდს აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე უნდა გაეკეთებინა. რუნიმ ასევე დასძინა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" რონალდუს ტრანსფერით სარგებელი ვერ ნახა.

"ვიტყოდი, რომ არა. მას გააქვს გოლები - რონალდუმ უმნიშვნელოვანეს შეხვედრებში შეძლო გოლების გატანა და გაიფორმა ჰეთ-თრიკი "ტოტენჰემის" წინააღმდეგ, მაგრამ თუ ფიქრობ კლუბის სამომავლო განვითარებაზე, არჩევანი ახალგაზრდა და ფეხბურთის თამაშს მოწყურებულ ფეხბურთელებზე უნდა შეაჩერო. არჩევანი უნდა გააკეთო ახალგაზრდა ფეხბურთელებზე, რომლებსაც განვითარების მეტი პერსპექტივა აქვთ და მომდევნო წლების განმავლობაში გუნდისათვის წარმატების მოტანას შეძლებენ". "კრიშტიანუ რონალდუ ბრწყინვალე ფეხბურთელია, მაგრამ იგი აღარ არის ახალგაზრდულ ასაკში და აღარ გამოიყურება ისე მრისხანედ, როგორც ახალგაზრდულ წლებში. ის ნებისმიერი გუნდისათვის საფრთხის შემცველია, თუმცა ვფიქრობ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ახალგაზრდა, თამაშს მოწყურებული ფეხბურთელები სჭირდება", - აღნიშნა უეინ რუნიმ.
კრიშტიანუ რონალდუს სახელოვანი ინგლისელი ვარსკვლავის კრიტიკა უყურადღებოდ არ დარჩენია. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა უეინ რუნისა და ჯეიმი კარაგერის გამოსვლას უყურა, რის შემდეგაც ისინი ეჭვიანებად მოიხსენია.

სხვა სტატიები