ორი არჩევანი: ბუდუ ზივზივაძემ შესაძლოა კლუბი შეიცვალოს
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ბუდუ ზივზივაძეს ბევრ გუნდში იწვევდნენ ზაფხულში, მაგრამ მასში „ფეჰერვარი“ დიდი თანხას ითხოვდა. ბუდუს ახლაც ველაპარაკე და ცხადია, მეტი სათამაშო დრო სჭირდება. მას ახლა უნგრეთის ორი გუნდიდან აქვს წინადადება, სადაც იჯარით იწვევენ. ბუდუს ჰქონდა ტრავმა, შემდეგ კორონავირუსი, იყო სხვა პრობლემებიც, მაგრამ ისევ პროფესიონალურად ვარჯიშობს და იმედი აქვს, რომ მალე ფორმაში შევა. დარწმუნებული ვარ, ამ ჩავარდნას წარსულში დატოვებს", - თქვა ლაშა ოდილაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.ბუდუ ზივზივაძე "ფეჰერვარში" (წარსულში "ვიდეოტონი") 2020 წლის "მეზოკოვეშდიდან" გადაბარგდა და პირველ სეზონში გუნდის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახლდათ, რა დროსაც 40 მატჩში 12 გოლი გაიტანა, 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, ქვეყნის თასის ფინალში და უეფას კონფერენს ლიგის შესარჩევ ეტაპზე ითამაშა, მეორე სეზონში კი მონაწილეობა 15 შეხვედრაში მიიღო, 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. უნგრეთის ჩემპიონატში, "ფეჰერვარს" 17 ტურის შემდეგ დაგროვილი 29 ქულით მეოთზე პოზიცია უკავია.