საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, გიორგი წიტაიშვილი საკლუბო კარიერას პოლონეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.
ქართულ, უკრაინულ და პოლონურ მედიაში გავრცელებული ცნობები 21 წლის ქართველი ფეხბურთელის შესახებ კრაკოვის "ვისლამ" საბოლოოდ დაადასტურა.
წიტაიშვილი კიევის "დინამოდან" ექსტრაკლასას ბინადარ გუნდში 3-თვიანი იჯარით ითამაშებს, მისი კარიერული მომავალი კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
გიორგი წიტაიშვილმა, რომელიც უკრაინის მოქალაქე გახლდათ და ამ ქვეყნის 20-წლამდე ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა, უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და Live.ge-ს ინფორმაციით, "დინამო თბილისთან" ერთად ვარჯიშობდა. მის აქტივში საქართველოს ნაკრებში ჩატარებული 7 შეხვედრაა.