Belive

'ოქროს ბურთზე იმედები მკვდარია' - ლივერპულის ფანები

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მოჰამედ სალაჰი, რომელსაც არაჩვეულებრივი სეზონი აქვს და 2025 წლის ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ითვლებოდა, ჩემპიონთა ლიგას ნაადრევ სტადიაზე დაემშვიდობა. მერვედფინალური შეხვედრის განმეორებით მატჩში, "ლივერპული" საკუთარ სტადიონზე "პსჟ"-სთან პენალტების სერიაში დამარცხდა. მატჩის შემდეგ სალაჰმა თვალცრემლიანმა დატოვა ენფილდი, გულშემატკივრები კი სოციალურ ქსელში თითქოს 'მარილს აყრიდნენ ჭრილობაზე'.

ოქროს ბურთის იმედები ახლა მკვდარია. ეს მისი ტკივილია. საუკეთესო შანსი, რაც ოდესმე მიუღია და ახლა ეს შანსი განიავებულია.

მისთვის ოქროს ბურთი აღარ იქნება. ესტაფეტა რაფინიას გადაეცა.

სალაჰმა ყველაფერი გასცა ამ სეზონში, მაგრამ ფეხბურთი სასტიკია. ოქროს ბურთის ფავორიტობიდან ნაადრევად გავარდა, ძალიან მტკივნეულია.

მო სალაჰს გამორჩეული სეზონი აქვს, მაგრამ ლივერპულის გუშინდელმა წაგებამ, სავარაუდოდ, დაასრულა მისი ოქროს ბურთის მოგების შანსები. ეს ლივერპული მასზეა დამოკიდებული. მან ამ სეზონში არაერთხელ გადაარჩინა ისინი, მაგრამ გუშინ მისი ღამე არ იყო.

თავადაც იცის, რომ ოქროს ბურთის მოგების შანსები მინიმუმამდე შეუმცირდა, რაფინია კი ამ რბოლაში დაწინაურდა. - წერენ სქაუზერები X-ზე

რაფინიამ ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა "ბენფიკას" წინააღმდეგ, შეასრულა დუბლი და "ბარსელონამ, 2 მატჩის ჯამში, 4:1 გაიმარჯვა.

ბრაზილიელი ახლა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია 11 გოლით. მან ასევე გაიტანა 13 გოლი ლა ლიგაში, რაც მეოთხე საუკეთესო შედეგია ესპანეთში. სალაჰი კვირას სეზონში პირველი თასის მოპოვებას შეეცდება, ლივერპული კარაბაოს თასის ფინალში, "ნიუკასლ იუნაიტედს" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები