ბრუნო გიმარაეში: "ბარსელონა ძალიან გამაღიზიანებელი გუნდია, რადგან სულ დომინირება სურთ"
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგა მოგებით დაიწყო. ნიუკასლის წინააღმდეგ სტუმრად ჩასულ კატალონიელებს მარკუს რაშფორდმა მოაგებინა (1:2).
თამაშის დასრულების შემდეგ, ნიუკასლის ერთ-ერთმა ლიდერმა და კაპიტანმა - ბრუნო გიმარაეშმა თამაში შეაფასა და ბარსელონას გამაღიზიანებელი გუნდი უწოდა.
"ბარსელონა ძალიან გამაღიზიანებელი გუნდია, რადგან სულ დომინირება სურთ. ისინი არასდროს იღლებიან ბურთის კონტროლით. გუნდი, რომელიც ნერვიულობას გაიძულებს, რადგან ბურთს თითქმის საერთოდ ვერ ეხები, ამის გამო გამოფიტული ხარ. შემდეგ კი, როცა ძლივს ბურთს მიიღებ, კარგად ვეღარ თამაშობ, რადგან უკვე ძალიან დაღლილი ხარ. ჩემი პატივისცემა მათ..." - ბრუნო გიმარაეში
ბარსელონა შემდეგ ჩემპიონთალიგურ მატჩს საკუთარ კედლებში, პსჟ-ს წინააღმდეგ ჩაატარებს, იქამდე კი 3 შეხვედრა ლა ლიგაში ელოდება.