"ოქროს ბურთის მოსაგებად არავის შევეხვეწები" | იამალმა მბაპესა და დემბელეს შეუტია
ლამინ იამალმა, ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინა პრეს კონფერენციაზე, ოქროს ბურთის მოგების შანსებზე ისაუბრა. ახალგაზრდა ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ ოქროს ბურთის მოგების რეალური შანსი აქვს, მაგრამ ამისთვის, პირად კამპანიას არ წამოიწყებს და ხმის მიცემას არავის შეეხვეწება. ოქროს ბურთზე საუბრისას, მსოფლიო ჩემპიონმა აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება სხვებზეა დამოკიდებული და მისი შანსები ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრებში ნაჩვენები შედეგებით განისაზღვრება.
უპირველესად, ეს ჩემზე კი არა, თქვენზეა დამოკიდებული. გუნდთან და ეროვნულ ნაკრებთან ერთად შესანიშნავი სამუშაო შევასრულეთ და თუ ეს მოხდება - პირველი რასაც გავაკეთებ, ჩემი გუნდისა და ნაკრების მისამართით გამოხატავ მადლიერებას. ვფიქრობ, დიდი შანსები მაქვს, მაგრამ ვნახოთ. - ლამინე იამალი
თინეიჯერი ფეხბურთელი მხოლოდ საკუთარი შანსების აღიარებით არ შემოიფარგლა. მან მკაფიოდ მიანიშნა, თუ როგორ უდგება ოქროს ბურთისთვის ბრძოლას და უარი თქვა ხმის მისაღებად, პირადი კამპანიის დაწყებაზე. ამით, მან, მბაპესგან განსხვავებული პოზიცია დაფიქსირა, რომელმაც განაცხადა, რომ ჯილდოს ყველაზე მეტად იმსახურებს.
რაც შეეხება დემბელეს, მან იამალი ოქროს ბურთის კანდიდატთა სიაში არ შეიყვანა. როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელს ფრანგის ამ გადაწყვეტილებაზე ჰკითხეს, მან სარკასტულად უპასუხა და ხაზი გაუსვა მბაპესა და დემბელეს შორის მეგობრობას.
ვინ არ შემიყვანა? დემბელემ? ის კილიანის მეგობარია არა? მე ორივეს წინააღმდეგ მითამაშია. რაღაც მიზეზით, როგორც ჩანს, მათთვის, ამ ჯილდოს მოგებაში ხელი უნდა შემეშალა. - ლამინე იამალი
იამალი, მბაპეს და დემბელეს, ბოლოს, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში შეხვდა, სადაც ესპანეთმა, საფრანგეთი 2:0 დაამარცხა და შემდეგ, ისტორიაში მეორედ, ტურნირის ჩემპიონიც გახდა.
🚨🌕 Lamine Yamal on Ousmane Dembélé not including him into his top 3 for the Ballon d’Or: “He’s Kylian Mbappé’s friend, right?”. 😅
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) September 8, 2026
“I’m very happy with the season I had. I think every time we faced each other, I probably did something that made them dislike me! And that’s… pic.twitter.com/jNcDbNTt3S