ოქროს ბურთის დაჯილდოვების ცერემონიალმა შესაძლოა მესის გარეშე ჩაიაროს
ლეო მესის, ორშაბათს, ლონდონში გასამართ ოქროს ბურთის ცერემონიაზე დასწრება ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს. Mundo Deportivo-ს ცნობით, არგენტინელი საბოლოო გადაწყვეტილებას შაბათს, ინტერ მაიამისა და ნიუ იორკ რედ ბულსის მატჩის შემდეგ მიიღებს.
მესი, რომესლაც ოქროს ბურთი ყველაზე მეტჯერ, რვაჯერ აქვს მოგებული, დღეს, ესპანეთის ქალაქ ოვიედოში, სპორტის დარგში, ასტურიის პრინცის ჯილდოს მიიღებს. ცერემონიის დასრულების შემდეგ კი, ის ამერიკაში დაბრუნდება და ინტერ მაიამის შეუერთდება.
დატვირთული გრაფიკისა და მცირე დროში, რამდენიმე ქვეყანაში ყოფნის გამო, ჯერჯერობით უცნობია, ვიხილავთ თუ არა მესის ინგლისის დედაქალქში. არგენტინელი ფეხბურთელი საბოლოო გადაწყვეტილებას შაბათს, ინტერ მაიამის მატჩის დასრულების შემდეგ მიიღებს.
🚨 𝗡𝗘𝗪: Lionel Messi has NOT YET decided if he will attend the Ballon d’Or ceremony! ✨
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) October 23, 2026
— @sport pic.twitter.com/xg4mac7a3p