Belive

"ოქროს ბურთს ჰოლანდი, მბაპე ან ვინისიუსი მოიგებს" - პატრიკ კლუივერტი

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიდერლანდური ფეხბურთის ლეგენდამ პატრიკ კლუივერტმა ოქროს ბურთის მოგების ფავორიტები დაასახელა, სადაც ლიონელ მესი ვერ მოხვდა. მისი თქმით, ყველაზე პრესტიჟულ ინდივიდუალურ ჯილდოს ჰოლანდი, მბაპე ან ვინისიუსი მოიგებს.

სპორტული გამოცემების თანახმად, გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი ჰოლანდსა მესის აქვთ. მიუხედავად ამისა, კლუივერტი არგენტინელს სამ საუკეთესო კანდიდატშიც კი არ განიხილავს.

"ოქროს ბურთს ჰოლანდი, მბაპე, ან ვინისიუსი მოგებს." - განაცხადა პატრიკმა Sportskeeda-სთან საუბრისას.

2022/2023 წლის სეზონში ერლინგმა, ყველა ტურნირზე, 52 გოლი გაიტანა და "მანჩესტერ სიტის" ტრებლის მოგებაში დაეხმარა. მბაპემ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 43 შეხვედრაში 41 გოლისა და 10 ასისტის შესრულება შეძლო. რაც შეეხება ვინისიუსს, მან 55 მატჩში სულ რაღაც 23 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები