Belive

"იმედი მაქვს მესი 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც იასპარეზებს" - ჯანი ინფანტინო

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ მესის მსოფლიო ჩემპიონატზე ნახვა კიდევ სურს. მისი თქმით, არგენტინელმა იმდენი ხანი უნდა ითამაშოს, სანამ ამის სურვილი ექნება.

იმედი მაქვს ლეო შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. ასევე მსურს, რომ 2030 წელს და 2024 წელსაც ითამაშებს. ითამაშებს იმდენი ხანი, რამდენიც თავად სურს. - განაცხადა ინფანტინომ TyC Sports-თან საუბრისას

ლეო მესის დებიუტი მსოფლიო ჩემპიონატზე 2006 წელს შედგა. სანუკვარი ტიტულის მოსაგებად არგენტინელს 16 წელი დასჭირდა. კატარში გამართულ ჩემპიონატზე არგენტინამ მესამე, ხოლო მესიმ პირველი ჩემპიონობა იზეიმა.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში ჩატარდება.

სხვა სტატიები