Belive

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში დაწინაურდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვებგვერდმა, Goal.com-მა, ,,ოქროს ბურთის” მოგების ნომინანტთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ხვიჩა კვარაცხელია მე-6 ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელი ერთი პოზიციით დაწინაურდა. აქამდე "კვარადონა" მე-7 ადგილზე იმყოფებოდა და ისეთ მოთამაშეებს უსწრებდა, როგორებიც არიან ვიქტორ ოსიმენი, კაზემირო და ჯამალ მუსიალა.

ხვიჩა კვარაცხელია

ბოლო რეიტინგი: მე-7 ადგილი

2022-2023 წლების სეზონი: 16 გოლი და 17 ასისტი

ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედმდეგ, "ნაპოლი" ფინალში გამსვლელთა შორის ერთ-ერთი ფავოტრიტია. ქართველი გარემარბი სერია ა-ში გადაცემებისა და გოლების გატანას აგრძლებს. ლუჩიანო სპალეტის გუნდი, დიდი ალბათობით, აპრილის ბოლომდე სკუდეტოს დაისაკუთრებს. - წერს GOAL.com.

,,ოქროს ბურთის” 10 მთავარი პრეტენდენტი Goal.com-ის ვერსიით:

1. ლიონელ მესი - "პსჟ"

2. ერლინგ ჰოლანდი - "მანჩესტერ სიტი"

3. კილიან მბაპე - "პსჟ"

4. ვიქტორ ოსიმენი - "ნაპოლი"

5. ვინისიუს ჟუნიორი - "რეალი"

6. ხვიჩა კვარაცხელია - "ნაპოლი"

7. მარკუს რაშფორდი - "მანჩესტერი"

8. რობერტ ლევანდოვსკი - "ბარსელონა"

9. კაზემირო - "მანჩესტერი"

10. ბუკაიო საკა - "არსენალი"

სხვა სტატიები