ოფიციალურად | ედი ჰაუმ 5 წლის შემდეგ ნიუკასლი დატოვა
ნიუკასლს მთავარი მწვრთნელის პოსტს 5-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ - ედი ჰაუ ტოვებს, მის შემცვლელად კი ალ-აჰლის დამრიგებელი, მატიას იაისლე განიხილება. გავრცელებული ცნობებით, წასვლის გადაწყვეტილება თავად ჰაუმ მიიღო, რადგან სამწვრთნელო კარიერაში პაუზის აღება სურს.
ინგლისელმა სპეციალისტმა „კაჭკაჭები“ 2021 წლის ნოემბერში ჩაიბარა - გუნდი ჯერ გავარდნას გადაარჩინა, შემდგომ სეზონებში კი ევროტურნირების რეგულარულ მონაწილედ აქცია. ჰაუს ხელმძღვანელობით ნიუკასლმა ორჯერ იასპარეზა ჩემპიონთა ლიგაზე და კლუბს 56-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი ტიტული მოუპოვა, როდესაც 2025 წელს ინგლისის ლიგის თასი (EFL Cup) აღმართა.
🚨💣 EXCLUSIVE: Eddie Howe set to part ways with Newcastle with immediate effect.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 30, 2026
Big developments expected at #NUFC with decision to change + talks already starting for his replacement. ⚪️⚫️ pic.twitter.com/6leKLrXron
მისი წასვლა არასტაბილურ ბოლო სეზონს მოჰყვა, სადაც ნიუკასლმა პრემიერ ლიგაში პოზიციები დათმო, შიდა თასებს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონასთან ორმატჩიან ორთაბრძოლაში განცდილი მძიმე მარცხით (ჯამში 8:2) დამარცხდა.
მიუხედავად იმისა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა 2026/27 წლების სეზონში მწვრთნელს ნდობას უცხადებდა, ინგლისელმა პოსტი წინასასეზონო სამზადისისა და სატრანსფერო ფანჯრის ფონზე მაინც დატოვა.
ბრისტოლ სიტისთან ამხანაგურ შეხვედრაში განცდილ 1:4 მარცხს თან დაერთო საკვანძო მოთამაშეების, ენტონი გორდონისა და სანდრო ტონალის წასვლა, რამაც კლუბი აქცენტის ახალგაზრდა ევროპელ ტალანტებზე გადატანაზე აიძულა. ამას ემატება გუნდის კაპიტნის, ბრუნო გიმარაეშის არსენალში შესაძლო ტრანსფერზე არსებული მუდმივი საუბრებიც.